Tuesday, March 16, 2010

  1. პროექტის სახელი: სიმსუქნე – პრობლემა?!
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეების შეისწავლიან სიმსუქნეს, როგორც დაავადებას. მის თანამდევ პრობლემებს, როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გაეცნობიან სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებს, მკურნალობის მეთოდებსა და პრევენციის გზებს, შეისწავლიან სიმსუქნის გავრცელების სტატისტიკას ასაკობრივი ჯგუფებისა და რეგიონების მიხედვით.
  3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები იყოფიან შემდეგ ჯგუფებად: ექიმებად, ბიოლოგებად, ჟურნალისტებად, სტატისტიკოსებად. ნაწილდება დავალება ჯგუფებს შორის: ექიმები – მოიძიებენ მასალებს სიმსუქნის, როგორც დაავადების შესახებ, სიმსუქნის თანმხლები მეორადი დაავადებების შესახებ. მკურნალობის მეთოდებისა და პრევენციული მიდგომების შესახებ. ბიოლოგები – მოიძიებენ ინფორმაციას სიმსუქნის გამომწვევი და თანამდევი ფიზიოლოგიური მექანიზმების მოშლის შესახებ, იმ დარღვევების შესახებ, რომელიც ყალიბდება ორგანიზმში ამ დაავადების დროს. ჟურნალისტები – აიღებენ ინტერვიუებს აღნიშნულ თემაზე დიეტოლოგთან, ფსიქოლოგთან, პოპულარულ ადამიანთან, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აწუხებს, თანატოლებთან. დააფიქსირებენ ყველა სახის მოსაზრებას და მოახდენენ მათ შეჯამებას. სტატისტიკოსები – შეისწავლიან სიმსუქნის გავრცელების სტატისტიკას ასაკობრივი ჯგუფებისა და რეგიონების მიხედვით. ჯგუფები წარმოადგენს თავის ნამუშევარს ელექტრონული პრეზენტაციის სახით. მოძიებული მასალების საფუძველზე პროექტის მონაწილეები შექმნიან მცირე ზომის საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტებს და გაავრცელებენ მათ თანატოლებს (პროექტის არამონაწილეებს) შორის.
  4. მონაწილეთა ასაკი: 12–14 წელი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალის წარმოდგენა, ინტერვიუების ჩანაწერების მოსმენა, დისკუსია, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

    შედეგები: მოსწავლეები გაერკვევიან სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებში, თავიდან აცილების გზებში, სიმსუქნის, როგორც დაავადების თანმხლებ პრობლემებში, დარწმუნდებიან რაციონალური კვების მნიშვნელობაში და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაში.

    პროდუქტები: ინტერვიუ დიეტოლოგთან, ფსიქოლოგთან, პოპულარულ ადამიანთან, თანატოლთან (ჩანაწერი). თითოეული ჯგუფის მიერ მომზადებული მასალის ელ.პრეზენტაცია. საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც აღწერილი იქნება სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემები და გაწერილი იქნება ძირითადი პრევენციული ღონისძიებები სიმსუქნის წინააღმდეგ.

  8. სარგებელი სხვებისათვის: სიმსუქნის, როგორც პრობლემის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის გაცნობიერება.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნ.IX.1. მოსწავლე მსჯელობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურების შესახებ.
  11. პროექტის ბლოგი: http://maizib.blogspot.com/

No comments:

Post a Comment

სანამ არ არის გვიან...

Followers

სიმსუქნის შესახებ

ინტერვიუ დიეტოლოგთან

გამოკითხვის შედეგები

სიმსუქნე და სხვა დაავადებები